ანიკო ასანიძე
понедельник, 27 июня 2016 г.
воскресенье, 26 июня 2016 г.
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი
თემა
|
იაკობ გოგებაშვილი, ,,იავნანამ რა ჰქმნა?!“
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი საფეხური მეხუთე კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
17 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალურობა
|
მოსწავლე შეძლებს ამ გაკვეთილით მარტივი კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას.
·
მხატვრული ნაწარმოების
იდეის განსაზღვრას.
·
მოსწავლე შეძლებს პეიზაჟის დანიშნულების
განსაზღვრას.
·
ნანა ჯანელიძის ფილმის ნახვის შემდეგ, მოსწავლე შეძლებს გარჩევას რა არის ფილმში ნაწარმოებიდან
აღებული და რა გამოგონილი.
·
მოსწავლე შეძლებს გრამატიკულ-ენობრივ საკითხებზე მსჯელობას.
|
გაკვეთილის მიზნები
და შედეგები
|
ქართ. V. 1. მოსწავლეს აქვს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.
ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო
ამოცანების განხორციელება.
ქართ. V. 3. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული
ფორმების აღქმა და მართებულად გამოყენება შესაბამის სამეტყველო სიტუაციებში.
ქართ. V. 4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების
ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.
|
წინასწარი ცოდნა
|
იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია;
მისი ნაწარმოებები; მოთხრობის შინაარსი; ყოველი თავის თემის გამოკვეთა-გააზრება. ქეთოს მოტაცების ამბავი და მთიელთა და ქართველთა ურთიერთობა.
|
შეფასების საგანი
და პროცედურები
|
ოსწავლე შეფასდება წინასწარ შედგენილი სქემის მიხედვით.
·
გაკვეთილში ჩართულობა.
·
მსჯელობის უნარი.
·
იდეis აღქმის უნარი.
·
განზოგადების უნარი.
·
თანამშრომლობის უნარი.
|
სასწავლო მასალა
და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, ბარათები, დაფა, ცარცი, კომპიუტერი, პროექტორი.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო საკითხები.
2 წუთი.
A ფაზა. გონებრივი იერიში. 6 წუთი
მაპროვოცირებელი კითხვების დასმა:
1.თქვენი აზრით, რატომ არის ერთ-ერთი თავის დასაწყისში ასე ვრცლად აღწერილი ბუნების სურათი?
2.ნაწარმოების ბოლოს დილის სურათის აღწერა, ბუნების სამკაულია მხოლოდ, თუ თხზულების იდეის გახსნის საშუალებაცაა?
B ფაზა. შინაარსის რეალიზება. (30წუთი)
მოსწალეებს ჯგუფების მიხედვით დაურიგდებათ წინასწარ მომზადული კითხვები
იაკობ გოგებაშვილის მოთხრობიდან ,,იავნანამ რა ჰქმნა?!“ ბლუმის დონეების მიხედვით.
1.გაანალიზეთ ფრაზა: ბუნება დღესასწაულობდა“
2.როგორაა აღწერილი დილის პეიზაჟი მოთხრობაში.
3. რა მოლოდინს აღძრავს ასეთი მშვენიერი დილა?
4.რა დაავიწყდა ქეთოს ყველაზე გვიან და რა გაახსენდა ყველაზე ადრე? 5.გადმოეცით ქეთოს ხასიათის თვისებები.
6. თქვენი აზრით, რა არის ამ მოთხრობის მთავარი სათქმელი?
7.თქვენზე როგორ მოქმედებს დედის ,,იავნანა“
8.ამოიწერეთ სინონიმური და ანტონიმური წყვილები ნაწარმოებიდან.
პროექტორზე ნ.ჯანელიძის ფილმის შეასაბამისი ეპიზოდების ნახვის შემდეგ, მოსწავლეები იმსჯელებენ მსგავსება-განსხვავებაზე მოთხრობასა და კინო-ფილმს შორის და გამოხატავენ თავიანთ ესთეთიკურ დამოკიდებულებას საკითხისადმი.
C ფაზა. გამთლიანება-რეფლექსია 5წუთი.
მასწავლებლის მითითების საფუძველზე მოსწავლეებს დაევალებათ მცირე ესეს დაწერა: ,,მხატვრული ნაწარმოების ღირებულება"
საშინაო დავალების მიცემა. დაწერეთ თხზულება ,,იავნანას ძალა?’’2 წუთი
|
Подписаться на:
Сообщения (Atom)