შეფასების რუბრიკა

შეფასების კომპონენტები  ქართულ ენასა და ლიტერატურაში

                   საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები

შეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები:

·         სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების მრავალმხრივი გააზრება-გაანალიზება და შეფასება;
·         ტექსტების ინტერპრეტირება;
·         ტექსტების შედარებითი ანალიზი;
·         თხრობა;
·         მსჯელობა;
·         სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა-შეთხზვა;
·         ზეპირი გამოსვლა/პრეზენტაცია;
·         გამომხატველობითი კითხვა;
·         გრამატიკული და ლექსიკური ცოდნა;
·         მართლწერა;
·         შემოქმედებითობა;
  • სასწავლო სტრატეგიების  (კითხვის, წერის, მოსმენის, ზეპირმეტყველების) გააზრებულად გამოყენება;
  • მხატვრული ხერხების ცოდნა;
  • ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ამოცნობა და გაანალიზება;
  • ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობების მახასიათებლები და სხვა.

სასიცოცხლო უნარ-ჩვევები:
·         შემოქმედებითობა;
·         თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან);
·         სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;
·         სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის  ხარისხი.


უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი დავალებებით:

  • დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა;
  • სხვადასხვა ტიპის გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოები;
  • დისკუსიის მოწყობა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით;
  • თხზულების, ესეის, რეფერატის შედგენა;
  • ინდივიდუალური ან ჯგუფური  პრეზენტაციის მომზადება;
  • სხვადასხვა ტიპის საკითხავი და მოსასმენი ამოცანების გადაჭრა;
  • სხვადასხვა ტიპის ზეპირი აქტივობის შესრულება დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად ან ჯგუფურად;
  • სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად ან ჯგუფურად;
  • პროექტის განხორციელება.

შენიშვნა: დაწყებით კლასებში  განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეშემდეგ უნარ-ჩვევებს:
  • ხმამაღალი კითხვა;
  • ჩუმი კითხვა (მარტივი საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა);
  • გამოწერა;
  • გადაწერა;
  • კარნახით წერა;
  • წარმოსახვის უნარი;
  • ეპიზოდების თხრობა;
  • შინაარსის ვრცლად და მოკლედ გადმოცემა;
  • შინაარსის გადმოცემა საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით.


შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი

შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების  შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს ქართული ენისა და ლიტერატურის  სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარ-ჩვევების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტით განსაზღვრულ  შედეგებს.


შემაჯამებელ დავალებათა  ტიპები:

სტანდარტის მოთხოვნათა შესასრულებლად რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალი ფორმის გამოყენება. ქართულ ენასა და ლიტერატურაში შესაძლებელია შემდეგი ტიპის შემაჯამებელი დავალებების გამოყენება:
  • მხატვრული/არამხატვრული ტექსტის გაგება-გააზრება;
  • სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა;
·         არგუმენტირებული მსჯელობა კონკრეტული საკითხის/თემის  შესახებ;
·         ზეპირი მოხსენების წარმოდგენა;
·         ესეის შედგენა;
·         პრობლემური საკითხის წარმოდგენა იმიტირებული სიტუაციის (მინისპექტაკლის, როლური თამაშის და სხვ.) საშუალებით;
·         გამომეტყველებითი კითხვა (ინდივიდუალური  ან გუნდური);
·         ლიტერატურული სალონი;
·         ზეპირი გამოსვლის აუდიო ან აუდიოვიზუალური ჩანაწერის მოსმენა და შეფასება;
·         სხვა.


მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები:

  • დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს შეფასების ზოგადი რუბრიკა (თუ რეცეფციული /გაგება-გააზრება/ დავალებაა, მაშინ შეფასების სქემა უნდა ახლდეს თითოეულ ტესტურ კითხვას);
  • ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების, პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
  • 10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
  • მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.


ზოგადი რუბრიკის ნიმუში

შეფასების ზოგადი რუბრიკა ზეპირი შემაჯამებელი დავალებებისათვის:

·  პირობასთან შესაბამისობა;
·  კომუნიკაციური უნარ-ჩვევები;
·  ენობრივი უნარ-ჩვევები;
·  შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.

              კონკრეტული რუბრიკის ნიმუში

ნიმუში 1. შემაჯამებელი დავალება ზეპირმეტყველებაში

დავალების პირობა:   
გაეცანით მოცემულ თვალსაზრისს და მოამზადეთ ზეპირი გამოსვლა, რომელშიც:
ა) წარმოადგენთ თქვენს მოსაზრებას ამ თვალსაზრისთანდაკავშირებით;
ბ) მოიყვანთ არგუმენტებსა და  მაგალითებს თქვენი მოსაზრების დასამტკი-ცებლად;
გ) გამოიტანთ დასკვნას/დასკვნებს.
ზეპირი მოხსენების  მაქსიმალური დროა  5  წუთი.


ქულები
პირობასთან შესაბამისობა

იცავს დროის ლიმიტს
0 - 1
იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (მოსაზრება, არგუმენტები, დასკვნა)
0 - 0, 5 - 1
კომუნიკაციური უნარ-ჩვევები

გასაგებად აყალიბებს მოსაზრებას და თანამიმდევრულად ავითარებს მას
0 – 1- 2
მოჰყავს ადეკვატური არგუმენტები და მაგალითები
 - 1- 2
გამოაქვს ადეკვატური დასკვნა
0 - 1
ენობრივი უნარ-ჩვევები

ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისათვის დამახასიათებელ არავერბალურ  საშუალებებს (მაგ., ჟესტიკულაციას, ინტერვალს საუბარში, ხმის სხვადასხვა დონეს და ა.შ.)
        0-1
იყენებს მსჯელობითი ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ. განკერძოებულ სიტყვებს, გამოთქმებს, ჩართულს, პირობით-შედეგობით კონსტრუქციას და ა.შ.)
0 - 1
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

აქვს საინტერესო მოსაზრებები, მოჰყავს ორიგინალური არგუმენტები, მაგალითები
0 - 1
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10  
(ქულები მრგვალდება მთელის სიზუსტით)































Комментариев нет:

Отправить комментарий